ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2023 წლის იანვარ-მარტის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 275 ათასი ტონა შეადგინა, რაც 17,8 ათასი ტონით ანუ 6,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (257,2 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, 2023 წლის პირველი 3 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა 127,6 ათასი ტონა შეადგინა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 147,5 ათასი ტონა.
კატეგორიების მიხედვით, 2023 წლის იანვარ-მარტის თვეების განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი – 76,5 ათასი ტონა (60%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი – 48 ათასი ტონა (37,6%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი – 3,1 ათასი ტონა (2,4%);
მიმდინარე წლის იანვარ-მარტის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 232,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 84,4%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი – 40,9 ათასი ტონა – 14,9%; თურქმენეთი – 1,2 ათასი ტონა – 0,4%; ბელარუსი – 0,7 ათასი ტონა – 0,2%; უკრაინა – 0,1 ათასი ტონა – 0,05%; ბულგარეთი – 0,1 ათასი ტონა – 0,05%.
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში მუშაობა დაიწყო სავალუტო ფონდის მორიგმა მისიამ (staff visit). დღეს…
საქართველოს საპენსიო ფონდის ინფორმაციით, დაგროვებითი პენსიით ამ დროისთვის უკვე 25,814-მა მოქალაქემ ისარგებლა. მათ საერთო ჯამში 118 მილიონი ლარი მიიღეს. ეს ერთ…
UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს. მათ მონაცემებით,…